среда, 12 июня 2013 г.


როდის მოქმედებს სესხის ხანდაზმულობის პრინციპი

ხშირად მიმართავენ მოქალაქეები კონსულტაციისთვის, რომელიც ბანკებთან ურთიერთობაში გაჩენილ პრობლემურ საკითხებს ეხება. მოქალაქეები ყველაზე ხშირად სესხის ხანდაზმულობასთან დაკავშირებული საკითხებით ინტერესდებიან. 

ერთ-ერთმა მოქალაქემ,კითხვა სწორედ სესხის ხანდაზმულობასთან დაკავშრებით დასვა, კერძოდ მას აინტერესებდა, შეეძლო თუ არა ბანკს მოეთხოვა 2008 წელს აღებული სესხის (თავისი საურავებით) გადახდა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოქალაქე 2009 წლიდან ვეღარ ახორციელებდა ყოველთვიური შენატანების შეტანას, ხოლო 2010 და 2012 წლებში მას ბანკიდან მიუვიდა გამაფრთხილებელი წერილები. 
საქმე ეხებოდა ,,საქართველოს ბანკს", საიდანაც მოქალაქეს გამოტანილი ქონდა სესხი 4 000 ლარამდე ოდენობით. როგორც ბანკის წარმომადგენლები მას განუმარტავდნენ ბანკისათვის დასაბრუნებელი თანხა ჯარიმებითა და საურავებით 2014 წლისთვის 26 000 ლარს შეადგენდა. ბანკის წარმომადგენლებმა ის ასევე დაიბარეს ბანკში და განუმარტეს, რომ თუ კონკრეტულ თარიღამდე შეიტანდა 600 ლარს, მაშინ სესხის დასაბრუნებელ თანხას 26 000 ლარიდან ჩამოიყვანდნენ 6 000 ლარამდე, ხოლო თუ მოქალაქე აღნიშნულ პირობაზე უარს იტყოდა ბანკი საქმეს სასამართლოს გადასცემდა. 
 
მოცემულ ქეისთან დაკავშირებით, ჩვენ მოქალაქეს მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბანკის მოთხოვნა მის მიმართ იყო ხანდაზმული. მართალია 2010 და 2012 წლებში ბანკის მხრიდან მოქალაქეს გაეგზავნა გამაფრთხილებელი წერილი, მაგრამ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ წარმოადგენს ხანდაზმულობის ვადის არც შეწყვეტის და არც შეჩერების საფუძველს. სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. 
მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. შესაბამისად, ვინაიდან სესხის გადახდა შეწყდა 2009 წლიდან, ხანდაზმულობის ვადა ასეთ სესხს გაუვიდოდა 2012 წლის იმ თვეს, როდესაც გადახდები შეწყდა. ამასთან ამავე კოდექსის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ჩერდება თუ ვალდებულების შესრულება გადავადებულია აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ (მორატორიუმი); სარჩელის წარდგენას აბრკოლებს განსაკუთრებული და მოცემულ პირობებში აუცდენელი დაუძლეველი ძალა; კრედიტორი ან მოვალე იმყოფება შეიარაღებული ძალების იმ ნაწილში, რომელიც გადაყვანილია საომარ მდგომარეობაში და კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. ხოლო ხანდაზმულობის ვადა წყდება თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. მოცემული ქეისის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ ხანდაზმულობის ვადა შეწყდებოდა და ხელახლა დაიწყებდა დენას იმ შემთხვევაში თუ მოქალაქის მხრიდან მოხდებოდა სესხის დასაფარად თუნდაც ერთი შენატანის გაკეთება ან/და რაიმე ფორმით აღიარებდა ვალის არსებობას, ასევე იმ შემთხვევაშიც თუ ბანკი ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე მიმართავდა სასამართლოს.
მინდა ავღნიშნო, რომ ხშირად მოქალაქეებმა არ იციან მათი უფლებების შესახებ, არ იციან რა არის ხანდაზმულობა და ხანდაზმული მოთხოვნის პირობებშიც ურჩევნიათ შეიტანონ თანხა, იმის სანაცვლოდ, რომ ბანკის მხრიდან განხორციელდეს უსასრულობამდე გაზრდილი თანხების შემცირება.რომ არ შეასრულონ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები, სესხს ნამდვილად სჭირდება უკან დაბრუნება, მაგრამ როდესაც ბანკი არ გამოიყენებს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებას - მოითხოვოს სესხის დაბრუნება და მისი მოთხოვნა გახდება ხანდაზმული, მაშინ დაცული უნდა იქნას მეორე მხარისთვის, მოქალაქისთვის ასევე კანონმდებლობით მინიჭებული უფლება - უარი თქვას ხანდაზმული მოთხოვნის შესრულებაზე და ამას ბანკის წარმომადგენლების მხრიდან არ უნდა მოყვეს შეურაცმხოფელი ან/და დამაშნებელი საუბრები, ასევე ბანკებმა ასეთ შემთხვევაში უნდა დაიცვან მოქალაქეების უფლება მათი პერსონალური მონაცემების გავრცელებასა და განახლებასთან მიმართებაში. პრაქტიკიდან გამომდინარე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ,,საქართველოს ბანკი" მისი კლიენტების თუ ყოფილი კლიენტების მოთხოვნას, კლიენტის შესახებ ბანკში არსებული მონაცემების განახლებასთან და გავრცელებასთან დკავშრებით, ნამდვილად არ ასრულებს"


შრომის კოდექსი – დასაქმებულის უფლებები


ჩემ ბლოგზე ძალიან ბევრი კითხვა შემოდის ხოლმე შრომის კოდექსთან, დასაქმებულისა და დამსაქმებლის უფლება-მოვალეობებთან დაკავშირებით. ამ თემას ჯეოლო ადრეც გამოეხმაურა. თუმცა, ამჯერად კიდევ რამდენიმე პუნქტს გაგაცნობთ მოკლედ.
1. შრომის კოდექსის მე-11 მუხლის თანახმად: დამსაქმებელს უფლება აქვს, დასაქმებულისათვის შეტყობინებით დააზუსტოს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ცალკეული გარემოებები, რომლებიც არ ცვლის ხელშეკრულების არსებით პირობებს.
ანუ,  დამსაქმებელს არ აქვს უფლება შეცვალოს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები დასაქმებულისთვის შეტყობინების გარეშე. შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით.
მაგალითად: თუ თქვენი დამსაქმებელი გამოგიცხადებთ, რომ ხვალიდან თქვენი სამუშაო დრო იზრდება 90 წუთზე მეტით, ეს შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობის დარღვევაა.
ასევე, დამსაქმებელს არ აქვს უფლება შეცვალოს თქვენი ანაზღაურება თქვენთან შეთანხმების გარეშე. ეს შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობის შეცვლაა.
მაგალითად: თუ თქვენ ხელფასის დარიცხვის დღეს გეუბნებიან, რომ ანაზღაურება შეადგენს არა ხელშეკრულებაში დაფიქსრებულ 100 ლარს, არამედ 79 ლარს, ეს თქვენი ხელშეკრულების და შრომის კოდექსის პირდაპირი დარღვევაა.
სამუშაო დრო:  დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს. (გარდა სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოებისა). 40 საათს ზემოთ უკვე ზეგანაკვეთური სამუშაო საათებია, რომლის ანაზღაურებაც მხარეთა შეთანხმებით ხდება.
თუ თქვენ კანონით გათვალისწინებულ უქმე დღეებში გიწევთ მუშაობა (მაგ, 1-2 იანვარს, 3 მარტს და ა.შ.), ეს განისაზღვრება როგორც ზეგანაკვეთური სამუშაო დრო და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ანაზღურება მხარეთა შეთანხმებით ხდება. ან დამატებითი დასვენების დრო უნდა დაგენიშნოთ სხვა პერიოდში.